Jump to Content

უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი. შედით Google-ით ერთი შეხებით.

გამოიყენეთ თქვენი Google ანგარიში და გახადეთ რეგისტრაცია და შესვლა უფრო უსაფრთხო და მარტივი; დახარჯეთ ნაკლები დრო მომხმარებლის სახელებსა და პაროლებზე და მეტი დრო საყვარელ აპებში და საიტებზე.

კურსორი მოძრაობს Google-ით შესვლის ღილაკზე ლეპტოპის ეკრანზე. აპის ხატულები ბრუნავს ეკრანის გარშემო. ლეპტოპის გვერდით, მობილური მოწყობილობა, ასევე, აჩვენებს Google-ით შესვლის ღილაკს.
  • შედით შეუფერხებლად

    მარტივად და უსაფრთხოდ შექმენით ახალი ანგარიშები ან შედით თქვენს რჩეულ აპებში და საიტებზე მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გარეშე.

  • გამოიყენეთ ნებისმიერი მოწყობილობა

    ისიამოვნეთ შესვლის შეუფერხებელი გამოცდილებით ყველა იმ ბრაუზერსა და აპში, რომლებსაც იყენებთ, მათ შორის iOS-სა და Android-ზე.

  • მართეთ თქვენი კავშირები

    უსაფრთხოდ გააზიარეთ თქვენი ანგარიშის ინფორმაცია, მათ შორის, თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი და პროფილის სურათი და მართეთ წვდომა Google აპებზე, მაგალითად, Drive-ზე და აკონტროლეთ თქვენი აპები და საიტები.

  • მეტი უსაფრთხოება Google-ის დახმარებით

    დაემშვიდობეთ ხელახლა გამოყენებულ პაროლებს და დაუცველ შესვლას. დაცულად შესასვლელად Google ანგარიშის გამოყენება ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებ აპსა და საიტს ანდობთ თქვენს პაროლებს და ამით თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ.

Google-ით შესვლის გამოყენების წესი

მარტივად მიიღეთ წვდომა თქვენს საყვარელ აპებსა და საიტებზე ნებისმიერ მოწყობილობაზე — ყველაფერი თქვენი Google ანგარიშით

აპში ან საიტზე დააწკაპუნეთ Google-ით შესვლის ღილაკზე

გამოსაყენებელი Google ანგარიშის არჩევა

თუ ამას პირველად აკეთებთ, გააზიარეთ სახელი, ელფოსტის მისამართი და პროფილის სურათი თქვენი Google ანგარიშიდან, რომ შეხვიდეთ აპში ან სერვისში
ზოგიერთმა აპმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი მისამართი ან ტელეფონის ნომერი, რომლის მართვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი Google ანგარიშის პარამეტრებიდან

აპში ან საიტზე გაგრძელება

სულ ესაა, უკვე შესული ხართ!
შემდეგში შედით იმავე Google ანგარიშის გამოყენებით

მოწყობილობა აჩვენებს შესვლის ეკრანს. მომხმარებლის სახელისა და პაროლის ველების ქვეშ მოცემულია ახალი ანგარიშის შექმნისა და Google-ით შესვლის ვარიანტები. Google-ით შესვლის ღილაკი ფართოვდება და ამოხტება ეკრანიდან. კურსორი აწკაპუნებს ღილაკზე.
ამომხტარი ფანჯარა ავსებს მოწყობილობის ეკრანს. ის სთხოვს მომხმარებელს, აირჩიოს Google ანგარიში აპში გასაგრძელებლად ან სხვა ანგარიშის დასამატებლად. კურსორი ირჩევს გამოსაყენებელ ანგარიშს.
ამომხტარი ფანჯარა იცვლება და სთხოვს მომხმარებელს, ნება მისცეს Google-ს, შეიყვანოს ის აპში. კურსორი აწკაპუნებს გაგრძელების ღილაკზე. ამომხტარი ფანჯარა იხურება და ეკრანი აჩვენებს აპის ჩატვირთვას.

შედით უფრო უსაფრთხოდ Google-ის სანდო დაცვით

  • ნაგულისხმევად დაცული

    თქვენ იმსახურებთ შესვლის სწრაფ, დაცულ პროცესს. Google-ით შესვლა გიცავთ მესამე მხარის მონაცემების გაჟონვისგან, რადგან ის ზღუდავს ადგილების რაოდენობას, სადაც შეინახება თქვენი ინფორმაცია ონლაინ.

  • თქვენ აკონტროლებთ

    მართეთ ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც ირჩევთ მესამე მხარის აპებთან და საიტებთან და ნებისმიერ დროს განაახლეთ პარამეტრები თქვენი Google ანგარიშიდან.

  • კონფიდენციალურობის პრინციპზე აგებული

    Google არ იყენებს Google-ით შესვლის ინფორმაციასა და აქტივობას რეკლამებისთვის და Google-ის სხვა პროდუქტებისთვის. ჩვენ მკაცრად ვიცავთ თქვენს კონფიდენციალურ მონაცემებთან მოპყრობის პრაქტიკის ყველა წესს.

თქვენს რჩეულ აპებსა და საიტებზე წვდომა ერთი შეხებით შეგიძლიათ